ბიბლიის მუხლები თემაზე
ფუჭი საუბარი
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
მათეს 12:36
თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;
-
ფსალმუნები 11:2
ერთიმეორეს ატყუებენ, პირფერი ბაგეებით ორპირულად ლაპარაკობენ;
-
იობი 11:2
განა უპასუხოდ დარჩება მრავალსიტყვაობა და გამართლდება მოლაყბე კაცი?
-
იობი 15:3
უნდა დაობდეს უსარგებლო ლაპარაკით ან სიტყვებით, რომლებშიც ხეირი არა ყრია რა?
-
იგავნი 10:19
ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.
-
იგავნი 14:23
ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ - სიღარიბე.
-
იგავნი 29:11
ბრიყვი მთელ თავის შინაგანს გადმოღვრის, ბრძენი კი - თავშეკავებულია.
-
ეკლესიასტე 5:3
როგორც სიზმარი მოჰყვება მრავალ საზრუნავს, ისე უგუნურის ხმა - მრავალსიტყვაობას.
-
ეკლესიასტე 10:13
მისი სიტყვები უგუნურებით იწყება და ავი სიშლეგით მთავრდება.
-
ტიტეს 1:10
ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,