დაბადება 11:7
დაბლა ჩავიდეთ და ავურიოთ ენა, რომ ვეღარაფერი გააგებინონ ერთმანეთს“.
დაბადება 11:1
ერთი ბაგე და ერთი ენა ჰქონდა მთელ ქვეყანას.
დაბადება 11:9
ამიტომ დაერქვა ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და იქიდან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის მთელ ზედაპირზე.
სოფონია 3:9
მაშინ მივცემ ერებს გასუფთავებულ ბაგეებს, რომ ყველამ მოუხმოს უფლის სახელს და მხარდამხარ ემსახურონ ღმერთს.
1 კორინთელთა 14:10
რამდენგვარი ბგერაა წუთისოფელში და მათგან უმნიშვნელო არცერთი არ არის.
ეზრა 4:7
და ართახშასთას, სპარსეთის მეფის დღეებში, მისწერეს ართახშასთას ბილშამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და მათმა სხვა თანამოაზრეებმა. წერილი არამეული ასოებით იყო დაწერილი, არამეულ ენაზე.
ეფესელთა 4:29
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი – საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.
4 მეფეთა 18:28
ადგა რაბშაკე და დიდი ხმით წამოიძახა ებრაულად: „ისმინეთ დიადი მეფის, აშურის მეფის, სიტყვა!
1 კორინთელთა 13:1
თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ მხოლოდ ჟღარუნა რვალი ვარ ან წკრიალა წინწილა.
1 კორინთელთა 14:9
ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამთ, როგორ გაიგონ ნათქვამი? ჰაერზე მოლაპარაკენი იქნებით.
კოლასელთა 3:8
ახლა კი განიშორეთ ეს ყოველივე: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.
დაბადება 11:1-9
ერთი ბაგე და ერთი ენა ჰქონდა მთელ ქვეყანას. აღმოსავლეთიდან რომ დაიძრნენ, შინყარის ქვეყანაში ჰპოვეს ველი და იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს: „მოდი, გავაკეთოთ აგური და გამოვწვათ ცეცხლში“. და ჰქონდათ ქვის ნაცვლად აგური, ხოლო – კირის ნაცვლად ფისი. თქვეს: „ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ცას მისწვდება. და ასე შევიქმნით სახელს, თორემ გავიფანტებით დედამიწის ზურგზე“. და ჩამოვიდა უფალი ზეციდან, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ კაცთა ძენი. თქვა უფალმა: „აჰა, ერთი ხალხია ეს და ყველას ერთი ენა აქვს. აი, რისი კეთება წამოიწყეს! ამიერიდან აღარაფერი იქნება მათთვის მიუღწეველი, რასაც განიზრახავენ. დაბლა ჩავიდეთ და ავურიოთ ენა, რომ ვეღარაფერი გააგებინონ ერთმანეთს“. და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან დედამიწის მთელ ზედაპირზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქის შენება. ამიტომ დაერქვა ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და იქიდან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის მთელ ზედაპირზე.
საქმეები 1:19
ცნობილი გახდა ეს იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, მათ საკუთარ ენაზე იმ მიწას ხაკალ-დამა, ანუ სისხლის მიწა ეწოდა.
გამოცხადება 5:9
ისინი გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისთვის ყოველი ტომისა და ენისგან, ხალხისა და ერისგან.
4 მეფეთა 28:26
უთხრეს ელიაკიმ ხილკიაჰუს ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: „გთხოვთ, არამის ენაზე გველაპარაკე შენს მსახურთ, რადგან შეგვიძლია გაგება; ნუ დაგველაპარაკები იუდეველთა ენაზე გალავანზე მყოფი ხალხის გასაგონად“.
ეზრა 4:7
და ართახშასთას, სპარსეთის მეფის დღეებში, მისწერეს ართახშასთას ბილშამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და მათმა სხვა თანამოაზრეებმა. წერილი არამეული ასოებით იყო დაწერილი, არამეულ ენაზე.
მარკოზის 14:70
მან კვლავ უარყო. მცირე ხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: ნამდვილად ერთი მათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი იქნები, კილოზე გეტყობაო.
დაბადება 10:5
ამათგან განშტოვდნენ ზღვისპირელი ხალხები თავიანთ ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის, თავისი ტომის მიხედვით, საკუთარ ხალხში.
დაბადება 10:20
ესენი იყვნენ ქამის ძენი თავისი გვარებისა და ენების მიხედვით, თავ-თავის მიწებსა და ერებში.
დაბადება 10:31
ესენი არიან სემის ძენი თავიანთი გვარებისა და ენების მიხედვით, თავიანთ მიწებზე და ერებში.