ცხოვრების გამოცდილება ბიბლიის მუხლები

იობი 12:12
ასაკი – სიბრძნეა, და ხანგრძლივი სიცოცხლე – გონიერება.

ფსალმუნები 36:25
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი.

იგავნი 4:1-4
ისმინეთ შვილებო მამის დარიგება, ყური დაუგდეთ, რომ გონიერება შეიძინოთ. რადგან ჯანსაღ მოძღვრებას გაძლევთ; ჩემს შეგონებებს ნუ მიატოვებთ. მეც სათუთი შვილი ვიყავი მამაჩემისა და ერთადერთი დედის წინაშე. მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: „გულში შეინახე ჩემი სიტყვები, დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ.

იგავნი 24:32-34
როცა ეს ვნახე, დავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე: ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა მოსასვენებლად და ყაჩაღივით მოგადგება შენი სიღატაკე და შენი გაჭირვება – იარაღასხმული კაცივით.

იობი 5:3
კი მინახავს უგუნური ფესვგადგმული, მაგრამ მოულოდნელად დაემხო სამკვიდრებელი მათი.

იერემია 12:1-3
მართალი ხარ, უფალო, თუნდაც შეგედავო. მაგრამ მაინც დაგელაპარაკები სამართლის შესახებ. რატომ ემართება ხელი ბოროტმოქმედს? რატომ არიან მშვიდად მოღალატეები? შენ დარგე ისინი, ფესვები გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოს ხარ მათ ბაგეებთან, მათი გონებისგან კი – ძალიან შორს. მაგრამ მე მიცნობ, უფალო; მხედავ და გამოსცადე ჩემი გული; ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და გამოაცალკევე განკითხვის დღისთვის.

ფსალმუნები 106:43
ვინც ბრძენია, ჩაუკვირდეს ამ ყოველივეს და გაიგებს უფლის წყალობას.

რომაელთა 5:4
მოთმინება – გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს,

ფსალმუნები 15:11
მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.

ეკლესიასტე 8:15-17
და მოვიწონე მხიარულება, რადგან არ ყოფილა ადამიანისთვის სხვა სიკეთე მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ ჭამოს, სვას და იმხიარულოს: სიხარული იქნება ასეთი კაცის მეგზური მის საშრომში, მისი სიცოცხლის ყოველ დღეს, ღმერთმა რომ მისცა მზისქვეშეთში. გული მივაყურადე, რომ შემეცნო სიბრძნე და მენახა ყველა ის საქმე, რაც ამ ქვეყნად ხდება; მივხვდი, რომ არც დღისით და არც ღამით ძილს არ აკარებს კაცი თვალს. ვიხილე ღმერთის ყოველი საქმე, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს ჩასწვდეს ყოველივეს, რაც მზისქვეშეთში ხდება: რამდენიც არ უნდა ეძიოს კაცმა ვერ ჩასწვდება. რომც თქვას ბრძენკაცმა – მე ვიციო! – მაინც ვერ შეძლებს ჩაწვდომას.