დაბადება 3:6
და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
ფსალმუნები 50:5
აჰა, ცოდვილად დავიბადე, დიახ ცოდვილად ჩავესახე დედაჩემს.
მათეს 15:19
ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.
იაკობი 1:15
როცა ჩაისახება გულისთქმა, შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.
იაკობი 4:1
საიდან მომდინარეობს ბრძოლები და შეხლა-შემოხლანი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენ ასოებს შორის იბრძვიან?
ესაია 14:12-15
როგორ ჩამოვარდი ციდან, მნათობო, ძეო განთიადისა; მიწამდე ჩამოემხე, ერთა დამძაბუნებელო. გულში ამბობდი: „ცამდე ავმაღლდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები, ჩრდილოეთის კიდეებზე. ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაესს დავემსგავსები!” თუმცაღა ქვესკნელში იქნები ჩაგდებული, შავეთის ჯურღმულებში.
ეზეკიელი 28:15-17
უმწიკვლო იყავ შენს გზაზე, შენი შექმნის დღიდან, სანამ უმართლობა გამოგაჩნდებოდა. შენი ნავაჭრის სიმრავლემ ძალადობით აგივსო შინაგანი და შესცოდე; მოგაშორე ღმერთის მთას, როგორც შებილწული და გაგაძევე, მფარველო ქერუბო, ცეცხლოვანი ქვების შუაგულიდან. აღზევდა შენი გული შენი სილამაზით, გაიხრწნა ბრწყინვალება შენი სიბრძნისა; მიწაზე დაგანარცხე, სასეიროდ გაქციე მეფეთა წინაშე.
იოანეს 8:44
თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
2 პეტრეს 2:4
რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,
1 იოანე 3:8
ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგანაა, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამიტომაც გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ დაენგრია ეშმაკის საქმენი.