ესაია 29:15
ვაი მათ, ვინც ღრმად დამალვას ფიქრობენ, რათა უფალს დაუმალონ თავისი განზრახვა, წყვდიადში აკეთებენ თავის საქმეებს და ამბობენ: ვინ დაგვინახავსო?
იგავნი 18:13
საკუთარ დანაშაულთა დამფარველს ხელი არ მოემართება, ვინც აღიარებს და მიატოვებს ცოდვას, შეიწყალებული იქნება.
ებრაელთა 4:13
არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მის წინაშე, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მისი თვალებისათვის, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
ფსალმუნები 68:5
ღმერთო, შენ უწყი ჩემი უგუნურება; ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.
იერემია 16:17
რადგან თვალი მიჭირავს ყველა მათ გზაზე, ვერ დამემალებიან და არც მათი დანაშაული გამოეპარება ჩემს თვალს.
რომაელთა 2:16
იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ.
1 კორინთელთა 4:5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დაფარულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ მიიღებს თითოეული შესაფერ ქებას ღმერთისგან.
დაბადება 3:8
და გაიგონეს ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი ბაღის ხეებს შორის.
ესაია 30:1
ვაი, გაურჩებულ შვილებს, – ამბობს უფალი, – რჩევებს მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას, კავშირებს კრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ.
ეზეკიელი 8:12
და მითხრა: ხომ ნახე, ადამის ძევ, რასაც ისრაელის სახლის უხუცესნი აკეთებენ სიბნელეში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ: უფალი ვერ გვხედავსო ჩვენ. დატოვაო უფალმა ეს ქვეყანა!