ფსალმუნები 145:8
უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი წამოაყენებს წელში მოხრილებს, მართალნი უყვარს უფალს.
ესაია 35:5
ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ.
ესაია 42:18
ისმინეთ ყრუებო და შეხედეთ ბრმებო, რომ დაინახოთ.
ესაია 42:7
ბრმათა თვალების ასახელად, საპყრობილედან ტყვეთა გამოსაყვანად და ბნელში მსხდომთა გასათავისუფლებლად
ლუკას 7:22
უთხრა მათ იესომ პასუხად: წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ – ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
ლუკას 4:18
უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
იოანეს 9:39
უთხრა იესომ: განსაკითხად მოვედი ამ წუთისოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ.
იოანეს 9:32
საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმადშობილისთვის თვალები აეხილოს.
იოანეს 10:21
სხვები ამბობდნენ: ეს ეშმაკეულის სიტყვები არ არის; განა შეუძლია ეშმაკს, ბრმას თვალი აუხილოს?
იოანეს 11:37
ზოგი მათგანი ამბობდა: ნუთუ ბრმისთვის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ არც ეს მომკვდარიყო?
საქმეები 26:18
მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.