იაკობის 1:22-25
იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად. რადგან, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს. შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი. მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
2 ტიმოთეს 2:15
ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.
კოლოსელთა 3:16
უფლის სიტყვა უხვად დამკვიდრდეს თქვენში სრული სიბრძნით. ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, სადიდებლით და სასულიერო საგალობლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.
ტიტეს 2:10
არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყველაფრით შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება.
იოანეს 4:23-24
მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით.”
რომაელთა 15:4
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.
იოანეს 5:39
წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ.
საქმეები 8:35
გახსნა ფილიპემ ბაგეები, ამ წერილით დაიწყო და იესოს შესახებ ახარა.
1 კორინთელთა 11:1-2
ჩემი მომბაძავი იყავით, როგორც მე – ქრისტესი. ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით.
2 პეტრეს 1:10
ამიტომ, ძმანო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა. თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ,
1 კორინთელთა 4:16
ამიტომ შეგაგონებთ თქვენ: მომბაძეთ მე.
2 პეტრეს 1:3-4
ისე, როგორც მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში, რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას.
1 ტიმოთეს 4:16
გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
რომაელთა 13:14
არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.
ეფესელთა 5:8
ვინაიდან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
1 იოანეს 1:7
ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს, სისხლი გვწმედს ყოველგვარი ცოდვისაგან.
ებრაელთა 12:1
ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი.