ბავშვების სიყვარული ბიბლიური ციტატები

ტიტეს 2:4
რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული,

დაბედება 37:3
ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.

დაბედება 44:20-29
და ვუთხარით ჩვენს ბატონს, რომ გვყავს მოხუცებული მამა და მისი სიბერის ჟამს დაბადებული პატარა ძმა, რომელსაც მოუკვდა ძმა და იგი დარჩა მარტო მისი დედისაგან, და ამიტომაც უყვარს იგი მამამისს.  და გვითხარი შენს მსახურთ: ჩამოიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახავო.  ვუთხარით ჩვენს ბატონს: „არ შეუძლია ყმაწვილს მამის დატოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი”.  გვითხარი შენს მსახურთ: თქვენს უმცროს ძმას თუ არ ჩამოიყვანთ, აღარ დამენახოთო.  მამაჩვენთან, შენს მსახურთან, რომ დავბრუნდით, გადავეცით ჩვენი ბატონის ნათქვამი.  გვითხრა მამაჩვენმა: „დაბრუნდით და იყიდეთ ცოტაოდენი საზრდო”.  ვუთხარით: „არ ძალგვიძს წასვლა, თუ ჩვენი უმცროსი ძმა იქნება ჩვენთან ერთად, მაშინ წავალთ! იმ კაცს ვერ დავენახვებით, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ გვეყოლება თან”.  გვითხრა მამაჩვენმა, შენმა მსახურმა: „თქვენ იცით, რომ ორი ძე მიშვა ჩემმა ცოლმა.  ერთი წავიდა ჩემგან და ვთქვი: ნამდვილად მხეცმა დაგლიჯა-მეთქი; აღარ მინახავს მას მერე.  ახლა მეორეც მიგყავთ და თუ რაიმე ხიფათი შეემთხვა, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში”.

2 მეფეთა 18:33
შეძრწუნდა მეფე. კარიბჭის ერდოზე ავიდა და თან მოსთქვამდა: „შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! ნეტავ მე მოვმკვდარიყავი შენს მაგიერ! შვილო, აბესალომ! შვილო!”

ლუკას 15:20
ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.

1 იოანეს 5:2
იმით გავიგებთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს;

ეფესელთა 5:1
მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა;

1 იოანეს 3:18
შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.

მათეს 19:14
იესომ თქვა: „გამოუშვით ბავშვები და ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სამეფო”.