ესაია 65:17
რადგან, აჰა, ვქმნი ახალ ცას და ახალ დედამიწას. აღარ გაახსენდებათ პირვანდელი და გულზეც აღარავის მოუვა.
ებრაელთა 12:26-27
რომლის ხმამაც შეძრა მაშინ დედამიწა; ახლა კი, აღგვითქვამს და ამბობს: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც”. ეს „კიდევ ერთხელ” ნიშნავს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია. ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით.
2 პეტრეს 3:12-13
რადგან ელით და ესწრაფვით ღმერთის დღის მოსვლას, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო დამწვარი ელემენტები დადნებიან. ჩვენ კი მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.
გამოცხადება 21:1
და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს, და ზღვა აღარ იყო.
ესაია 66:22
რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც ვქმნი მე, იქნებიან ჩემს წინაშე – ამბობს უფალი – ასევე იქნება თქვენი თესლი და თქვენი სახელი.
გამოცხადება 21:3-4
და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
ესაია 65:20
იქ არ იქნება არც ბავშვი და არც მოხუცი, რომლის დღენიც არ იქნებიან აღვსილნი; და ასი წლის კაცი რომ მოკვდება, იტყვიან, რომ ჯერ დრო არა ჰქონდაო; ხოლო ვინც ას წელს ვერ მიაღწევს, წყეულად ჩაითვლება.
მსგავსი თემები: