ესაია 40:28
განა არ იცი და არ გსმენია? მარადიული ღმერთი უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
რომაელთა 1:24-25
ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმიდურებას მათი გულისთქმებითურთ, რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები. რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
ნეემია 9:6
შენ ხარ თვით უფალი, მხოლოდ შენ, შენ შეჰქმენ ცანი, ცანი ცათანი, და მთელი მათი ლაშქარი, მიწა და ყოველი, რაც მასზეა, ზღვები და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი.
ფსალმუნები 49:10-12
რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან. თუ მომშივდა არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
ფსალმუნები 89:2
ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
ფსალმუნები 135:4-9
მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მზისა – სამართავად დღისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მთვარის და ვარსკვლავებისა – ღამის სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
ფსალმუნები 142:4
ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ.
იგავნი 30:4
ვინ ავიდა ცაში და ჩამოვიდა? ვინ შეაგროვა ქარი თავისი მუჭებით? ვინ გამოიკრა წყალი კვართში? ვინ დაადგინა მიწის ყოველი კიდე? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი?
კოლოსელთა 1:15-17
ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. იგი არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.
ებრაელთა 1:2-3
ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი. იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალის სიტყვით. როდესაც მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა.
ეკლესიასტე 12:1
გახსოვდეს შენი გამჩენი სიჭაბუკეში, სანამ არ მოსულა გასიჭირის დღეები და არ დამდგარა წლები, როცა იტყვი: „აღარ არის სიამე მათში ჩემთვის;“