მთავარითემები „ა"აშენება

აშენება

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 4:17
    და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი, და იგი დაორსულდა და შვა ხანოქი. და გააშენა მან ქალაქი და უწოდა სახელი ამ ქალაქს, როგორც თავის ძეს, ხანოქი.
  2. დაბადება 8:20
    და აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე.
  3. დაბადება 11:4
    და თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მისწვდება. და ასე შევიქმნათ სახელი, ვიდრე გავიფანტებით მთელი ქვეყნის პირზე”.
  4. დაბადება 33:17
    იაკობი კი დაიძრა სუქოთისაკენ და აიგო თავისთვის სახლი, და თავის სამწყსოსაც გაუკეთა ჩალურები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი.
  5. რიცხვნი 32:16
    და ეახლნენ ისინი მას, და უთხრეს: „ჩვენ აქ ავაშენებთ ცხვრის ფარეხებს ჩვენი საქონლისათვის და ქალაქებს ჩვენი ბავშვებისათვის.
  6. მეორე რჯული 20:20
    მხოლოდ ის ხე, რომელიც იცი, რომ ნაყოფის მომცემი არ არის, შეგიძლია გაანადგურო და მოჭრა, და ააგო სიმაგრე იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გეომება, ვიდრე დაეცემოდეს.
  7. ეზეკიელი 4:2
    და გამოხატე მისი ალყა, ააშენე მის წინააღმდეგ სიმაგრე და აღმართე მის წინააღმდეგ მიწაყრილი, და განალაგე მის წინააღმდეგ ბანაკები, და შემოაწყვე მის წინააღმდეგ ირგვლივ კედლის სანგრევი მანქანები.
  8. 3 მეფეთა 6:14
    და ააგო სოლომონმა სახლი და დაასრულა იგი.
  9. ეზრა 4:1
    და გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ ტყვედყიფილნი ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს,
  10. 3 მეფეთა 11:7
    მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლოქს, ყამონის ძეთა სიბილწეს.
  11. ნეემია 4:6
    და ავაშენეთ ქალაქის კედელი, და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე, და ჰქონდა ხალხს საქმის გულმოდგინება.
  12. ლუკას 11:47
    ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს!
  13. ლუკას 7:4-5
    ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს მხურვალედ და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო, ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა.

← ყველა თემა „ა"-ზე

Close
Close