ეკლესიასტე 7:12
სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც, მაგრამ ცოდნის უპირატესობა ის არის, რომ სიბრძნე სიცოცხლეს ანიჭებს მის მფლობელს.
იგავნი 22:6
ყმაწვილი თავიდანვე სწორად გაწვრთენი და სიბერეშიც არ გადაუხვევს გზიდან.
ესაია 38:19
ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი გადიდებს შენ, როგორც მე გადიდებ დღეს. მამა მოუყვება შვილებს შენს ჭეშმარიტებას.
ეფესელთა 6:4
თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და შეგონებით.
საქმეები 7:22
განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით.
დანიელი 1:17
მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და წვდომა ყველა წიგნისა და სიბრძნისა, ხოლო დანიელს, ამას გარდა, მისცა ხილვებისა და სიზმრების ახსნის უნარი.
საქმეები 22:3
„მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული. ამ ქალაქში გამალიელის ფეხთით აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღმერთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი.
2 ტიმოთეს 3:15-16
შენ ხომ სიყრმიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება და ქრისტე იესოს რწმენით ხსნა. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, აღსაზრდელად სამართლიანობაში.
იგავნი 29:15
შოლტი და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას.
იგავნი 18:16
გონიერის გული იძენს ცოდნას და ბრძენთა ყური ეძებს ცოდნას.
ფსალმუნები 110:10
სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია. ალელუია!
იგავნი 2:1-8
შვილო ჩემო, თუ მიიღებ ჩემს ნათქვამს და ჩემს მცნებებს დაიუნჯებ, ყურადღებით თუ მოუსმენ სიბრძნეს, შენს გულს მიაპყრობ გონიერებას, თუ გონებას მოუხმობ და აიმაღლებ ხმას საზრიანობისთვის, თუ მიელტვი მას, როგორც ვერცხლს, და ეძიებ მას, როგორც დაფარულ საუნჯეს, მაშინ შეიგნებ უფლის შიშსა და უფლის შეცნობას ჰპოვებ. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისგანაა ცოდნა და გონიერება. ის აგროვებს საზრიანობას პატიოსანთათვის, ის ფარია უბიწოდ მავალთათვის, ის იცავს სამართლის გზებს და წმიდათა ბილიკებს უფრთხილდება.
მსგავსი თემები: