ბიბლიის მუხლები თემაზე
ადამიანის ურთიერთობა შემოქმედთან
14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ეკლესიასტე 12:1
გახსოვდეს შენი შემოქმედი შენი სიჭაბუკის დღეებში, ვიდრე დაგიდგება ავი დღეები და გეწევა წლები, რომლებზეც იტყვი: „აღარ მახარებს ისინი!
-
ესაია 43:1
ახლა კი ასე ამბობს უფალი - შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.
-
ესაია 17:7-8
იმ დღეს მიაპყრობს ადამიანი მზერას თავის შემოქმედს და მისი თვალები ისრაელის წმიდას იხილავენ.
-
ესაია 45:11
ასე ამბობს უფალი, წმიდა ისრაელისა და შემქმნელი მისი: „ჩემი ძეების მომავალზე მეკითხებით მე? და ჩემი ხელის ნაკეთებზე მავალდებულებთ?
-
ესაია 43:15
მე უფალი ვარ თქვენი წმიდა, ისრაელის გამჩენი, თქვენი მეფე.
-
ესაია 43:7
ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ჩემი დიდებისთვის გავაჩინე; ყოველი, ვინც შევქმენი და გამოვსახე!
-
ესაია 43:21
ხალხი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, ჩემს დიდებას გამოაცხადებს,
-
ესაია 64:8
ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი.
-
იერემია 18:6
განა არ შემიძლია ამ მექოთნესავით მოგექცე, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი, აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხარ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.
-
ესაია 29:16
თქვენ გააუკუღმართეთ ყველაფერი! განა მექოთნე თიხის თანასწორად ჩაითვლება? ნუთუ ნივთი თავის გამკეთებელზე იტყვის, მას არ გავუკეთებივარო? ქმნილება თუ იტყვის თავის შემქმნელზე: მას რა გაეგებაო?
-
ესაია 45:9
ვაი თავის შემქმნელთან მოდავეს, როგორც ნატეხს მიწის ნატეხთაგან. განა ეტყვის თიხა მეთიხეს, რას აკეთებო? ან ნამოქმედარი იტყვის შენზე, ხელები არა აქვსო?
-
რომაელთა 9:18-21
ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს. შენ მეტყვი: აბა, რაღატომ სდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგებაო წინ? ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე? ნუთუ მექოთნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
-
დაბადება 6:6-7
მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა. თქვა უფალმა: „აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.
-
რომაელთა 1:25
რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!