მთავარითემები „წ"წმინდათა სიძულვილი

წმინდათა სიძულვილი

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 66:5
    ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვენ, რომლებიც თრთიხართ მის სიტყვაზე: „თქვენი ძმები, თქვენი მოძულენი და უარმყოფელნი - ჩემი სახელის გამო - ამბობენ: „გვაჩვენოს უფალმა თავისი დიდება, რომ ვიხილოთ თქვენი სიხარული!” მაგრამ შერცხვებიან ისინი.
  2. მათეს 24:9
    მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
  3. ლუკა 6:22
    ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.
  4. ლუკას 21:17
    და ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო.
  5. იოანეს 115:19
    თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს.
  6. იოანეს 17:14
    მე მივეცი მათ შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა.
  7. 1 იოანეს 3:13
    ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, თუ სძულხართ წუთისოფელს.

← ყველა თემა „წ"-ზე

Close
Close