ზეიმები ბიბლიის მუხლები

მათეს 22:2-3
„ცათა სასუფეველი ჰგავს კაცს, მეფეს, რომელმაც ქორწილი გაუმართა თავის ძეს. და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა მოსაპატიჟებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა.

მარკოზის 6:21-22
და დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ წარჩინებულებს. შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. და უთხრა მეფემ ქალიშვილს: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ.“

ლუკას 5:29
და მოუმზადა ლევიმ მას დიდი ნადიმი თავის სახლში. და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვები, რომლებიც ინახად ისხდნენ მათთან.

ლუკას 15:22-24
უთხრა მამამ თავის მსახურებს: ‘სასწრაფოდ მოიტანეთ საუკეთესო სამოსი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხსაცმელი ჩააცვით ფეხზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და გავიხაროთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება.

ფსალმუნები 149:1-4
ადიდეთ უფალი! უგალობეთ უფალს გალობა ახალი, დიდება მისი წმიდათა კრებულში! იხაროს ისრაელმა თავისი შემოქმედით, იზეიმონ სიონის ძეებმა თავიანთი მეუფით! განადიდონ მისი სახელი როკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას! რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს თავმდაბლებს გამარჯვებით.