ხელოვნება ბიბლიის მუხლები

ესაია 64:8
და ახლა, უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი შემქმნელი; შენი ხელის ნაკეთები ვართ ჩვენ ყველანი.

გამოსვლა 35:30-35
და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ: „შეხედეთ, მოუწოდა უფალმა სახელებით ბეცალელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.” და აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით, რათა შეექმნათ ხელოვნებით ნაქსოვი ქსოვილი, დაემუშავებინათ ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, და გამოეთალათ ქვები ჩასასმელად, და მოეხარატებინათ ხე და ყოველი სახელოვნო საქმე ეკეთებინათ; და უნარი სწავლებისა ჩაუდო მას გულში, მას და აჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან. აუვსო მათ გული სიბრძნით, რათა ეკეთებინათ ყოველი საქმე ხარატისა და ხელოვანი მქსოველისა, და მქარგავისა ცისფერ, მეწამულ, ჭიაფერ და ბისონის ქსოვილზე. და ეკეთებინათ საქმე მქსოველისა, რომელიც ხელოვნებით ქსოვს.

ეზეკიელი 8:10
და მივედი მე და ვნახე ყველანაირი გამოსახულება ქვეწარმავლისა და ბილწი ცხოველისა. ყველანაირი კერპი ისრაელის სახლისა ამოჭრილი იყო ირგვლივ მთელ კედელზე.

2 ნეშტთა 3:5-7
კვიპაროსის ხეებით შემოსა დიდი სახლი, საუკეთესო ოქროთი შემოსა და მასზე პალმები და ჯაჭვები გამოაჭედინა. ძვირფასი ქვებით დაფარა სახლი დასამშვენებლად. ოქრო კი ფარვაიმული ოქრო იყო. ოქროთი შემოსა სახლი – ძელები, კარის ზღურბლები, მისი კედლები და კარები, კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა.

3 მეფეთა 6:14-15
და ააგო სოლომონმა სახლი და დაასრულა იგი. ნაძვის ფიცრები ააკრა სახლის შიდა კედლებს იატაკიდან ჭერამდე. ჭერი შიგნიდან ხით მოაპირკეთა და სახლის იატაკზე კვიპაროსის ფიცრები დააგო.

3 მეფეთა 6:21-22
და მოჭედა შიგნიდან სახლი წმიდა ოქროთი სოლომონმა, და გადაჭიმა ოქროს ჯაჭვები დაბირის წინ, რომელიც ოქროთი მოჭედა. მთელი სახლი ოქროთი მოჭედა, მთლიანად მთელი სახლი და მთელი სამსხვერპლო დაბირის წინ მდგარი, ოქროთი მოჭედა

2 ნეშტთა 2:14
დანელი ქალის ძეს, მამით ცორელს, რომელმაც იცის ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვის, ხის, ძოწეულის და ლურჯი ნართების, სელისა და ყირმიზის დამუშავება, ყოველგვარი ჩუქურთმის კვეთა, ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც კი დაევალება შენს ხელოსნებთან და ჩემი ბატონის, დავითის, ხელოსნებთან ერთად.

გამოცხადება 21:11
და ჰქონდა ღვთის დიდება. მისი შუქი მსგავსი იყო პატიოსანი თვლისა, როგორც იასპის ქვისა, ბროლივით გამჭვირვალესი.

2 ტიმოთეს 2:20-21
დიდ სახლში არ არის მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, არამედ აგრეთვე ხისა და თიხისა, ზოგი საპატიოდ, ზოგი არასაპატიოდ. ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის.

იერემია 18:3
და მე ჩავედი მექოთნის სახლში და ის აკეთებდა თავის საქმეს ჩარხზე.

3 მეფეთა 10:14-21
ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად, იმის გარდა, რაც შემოჰქონდათ მოგზაურებს და ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა განმგებლებს. და გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი მუზარადი ნაჭედი ოქროსგან. ექვსასი ოქრო დაიხარჯა თითოეულ მუზარადზე. და სამასი ფარი ნაჭედი ოქროსგან, სამი მანა ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. და დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში. და გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი მოჭედა. ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, საზურგეზე მომრგვალებული იყო, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაყვეებს თითო ლომი ედგა გვერდით. ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა. არც ერთ სამეფოში არ ყოფილა ამის მსგავსი რამ. სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული ოქროსი იყო, რადგან ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს.

2 ნეშტთა 9:17
და გააკეთა მეფემ სპილენძისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი მოჭედა.

Close
Close