უნაკლოობა ბიბლიის მუხლები

იაკობის 1:27
ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.

ებრაელთა 8:6-7
ახლა კი უპირატესი მსახურება მიიღო, რამდენადაც იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია, უკეთეს დაპირებებზე რომ არის დადგენილი. ვინაიდან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისთვის ადგილს აღარ მოიძიებდნენ.

იუდა 1:24
ხოლო ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისგან და უბიწონი წარგადგინოთ თავისი დიდების წინაშე სიხარულით,

დანიელი 6:4
ამიტომ საბაბს დაუწყეს ძებნა მთავრებმა და სატრაპებმა, რათა დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში დაედოთ ბრალი; მაგრამ ვერავითარი საბაბისა და დანაშაულის პოვნა ვერ შესძლეს, რადგან ერთგული იყო იგი და არავითარი შეცდომა და დანაშაული არ აღმოჩნდა მასში.

ლუკას 23:4
უთხრა პილატემ მღვდელმთავრებსა და ხალხს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში”.

გამოცხადება 14:4-5
ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დიაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან; ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს; ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისათვის და კრავისთვის. სიცრუე არ აღმოჩენილა მათ ბაგეებზე; უბიწონი არიან ღვთის ტახტის წინაშე.

ლუკას 23:14
უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი. და აჰა, მე გამოვიძიე თქვენს წინაშე და ვერ ვპოვე ამ კაცში ვერავითარი დანაშაული, რაშიც ადანაშაულებთ;