ბიბლიის მუხლები თემაზე
უფალი ჩვენი ფარია
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 27:7
უფალი ძალაა ჩემი და ფარი ჩემი. მას მიენდო ჩემი გული და დამეხმარა. ზეიმობს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვაქებ მას.
-
ფსალმუნები 17:2
უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.
-
დაბადება 15:1
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა: „ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური!
-
მეორე რჯული 33:29
ნეტარი ხარ, ისრაელ! ვინ შეგედრება? ხალხი, გადარჩენილი უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია და შენი დიდების მახვილი! იმედი გაუცრუვდებათ შენს მტრებს შენს წინაშე და გათელავ მათ სიმაღლეებს.
-
ფსალმუნები 32:20
სული ჩვენი უფალს მოელის, ის არის დამხმარე და ფარი ჩვენი.
-
ფსალმუნები 83:11
რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას იძლევა იგი, არანაირ სიკეთეს არ დაუკავებს უბიწოდ მოარულთ.
-
ფსალმუნები 114:9
ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.
-
იგავნი 30:5
ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება.
-
ფსალმუნები 88:18
რადგან უფალია ჩვენი ფარი და ისრაელის წმიდა – მეფე ჩვენი.
-
ფსალმუნები 3:3
მაგრამ შენ ხარ ჩემი ფარი, უფალო, ჩემი დიდება და ჩემი თავის ამამაღლებელი.