მთავარითემები „უ"უბიწობა ქრისტიანულ ცხოვრებაში

უბიწობა ქრისტიანულ ცხოვრებაში

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 ტიმოთეს 5:7
    ეს ამცნე, რათა უბიწონი იყვნენ.
  2. 2 კორინთელთა 6:3
    ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს,
  3. ფილიპელთა 1:10
    რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და დაუბრკოლებელნი ქრისტეს დღეს,
  4. ფილიპელთა 2:14-15
    ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღვთის უმანკო შვილები მრუდ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
  5. 1 პეტრეს 1:15
    არამედ თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.
  6. 1 პეტრეს 2:12
    კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს.
  7. 2 პეტრეს 3:14
    ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარდგეთ მშვიდობით მის წინაშე,
  8. იაკობის 1:27
    წმიდა და შეუბღალავი საწმუნოება მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი სოფლისაგან.

← ყველა თემა „უ"-ზე

Close
Close