მთავარითემები „თ"თვალისჩინი

თვალისჩინი

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 16:8
    შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.
  2. მეორე რჯული 32:10
    მან იპოვა იგი უდაბურ ქვეყანაში. უსახურობაში და უდაბნოს ყმუილში. თავს ევლებოდა იგი, თავისი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას.
  3. იგავნი 7:2
    შეინახე ჩემი მცნებანი და ჩემი რჯული როგორც თვალისჩინი.
  4. მარკოზის 8:25
    შემდეგ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და მას თვალისჩინი აღუდგა, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა.
  5. 1 მეფეთა 4:15
    ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ყელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა.
  6. დაბადება 27:1
    და იყო, რომ როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა, მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: „შვილო ჩემო!” და მან უთხრა: „აქა ვარ.
  7. 3 მეფეთა 14:4
    ასე გააკეთა იერობყამის ცოლმა. ადგა და წავიდა შილოს, და მივიდა ახიას სახლში. მაგრამ ვეღარ ხედავდა ახია, რადგან სიბერის გამო თვალის ჩინი წართმეოდა.

← ყველა თემა „თ"-ზე

Close
Close