თავაზიანობა – ბიბლიური ციტატები

1 თესალონიკელთა 5:15
თვალი გეჭიროთ, არ მიაგო ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას.

რომაელთა 15:1-5
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.2     ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის. ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც სწერია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე.” რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება. ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ.

რუთი 2:14-18
სამხრობისას ბოყაზმა რუთს დაუძახა: „მოდი, აქ ჭამე პური და ძმარში ამოაწე ლუკმა.“ მივიდა რუთი და დაჯდა მომკელთა გვერდით. ბოყაზმა მას ქუმელი მიაწოდა. ჭამა რუთმა, დანაყრდა და ცოტაოდენი კიდევაც დარჩა. შემდეგ რუთი თავთავის ასაკრეფად ადგა. ბოყაზმა კი თავის ბიჭებს უბრძანა: „ძნებს შორისაც აკრიფოს, ნუ დაუშლით;  ხელეურებიდანაც დაყარეთ ხოლმე და დატოვეთ, რომ აკრიფოს, ნუ დაამადლით.“ ასე კრეფდა ის საღამომდე თავთავს ყანაში; შეგროვილი გამოფშვნიტა და ერთ ეფამდე გამოუვიდა ქერის მარცვალი. აიღო თავისი ტვირთი რუთმა და ქალაქში დაბრუნდა. ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. რუთმა მას ის საჭმელიც მისცა, რაც სამხრობისას დაიტოვა.

ლუკას 6:35
ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და გაასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: უზენაესის ძენი იქნებით, რადგან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართ.

საქმეები 27:3
მეორე დღეს ჩავედით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო, წასულიყო თავის მეგობრებთან, რათა მათგან შემწეობა მიეღო.

საქმეები 28:7
იმ არემარეში კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, მიწები ჰქონდა. მან მიგვიღო ჩვენ და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა.

კოლოსელთა 4:6
თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლით იყოს სავსე, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.

1 პეტრეს 3:8
და ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი.