სხვების მიმართ სიყვარულის მაგალითები ბიბლიური ციტატები

დაბადება 45:15
ეამბორა ყველა თავის ძმას და ტიროდა მათთან ერთად. ამის შემდეგღა ილაპარაკეს მასთან ძმებმა.

ებრაელთა 11:25
და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;

რუთი 1:16-17
უპასუხა რუთმა: „ნუ მთხოვ, რომ წავიდე და დაგტოვო; სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ; სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთი.  სადაც მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე მიყოს უფალმა და უფრო მეტიც, თუ სიკვდილის გარდა, სხვა რამემ დაგვაშოროს ერთმანეთს!”

1 მეფეთა 20:17
კიდევ დააფიცა იონათანმა დავითი, მისდამი სიყვარულის გამო, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.

3 მეფეთა 18:4
როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.

ლუკას 7:5
რადგან უყვარს ჩვენი ხალხი, სინაგოგაც მან აგვიშენა”.

საქმეები 2:46
ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს.

საქმეები 16:15
ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: „თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.

რომაელთა 16:3-4
მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში,  რომელთაც თავი დასდეს ჩემი სიცოცხლისთვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ყველა ეკლესია და მათი საშინაო ეკლესიაც.

2 კორინთელთა 6:11-12
ბაგე ჩვენი გახსნილია თქვენ მიმართ, კორინთელნო, და გული ჩვენი – ღია.  თქვენ ვიწროდ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენს შიგნით არის სივიწროვე.

ფილიპელთა 2:25-26
საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტე, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემი საჭიროებისთვის.  რადგანაც ძალიან სურდა ყველა თქვენგანის ხილვა და დარდობდა, რომ შეიტყვეთ მისი ავადმყოფობა.

ფილიპელთა 4:15-19
თქვენ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაწყისში, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა ჩემთან მიღება-გაცემაში, თქვენს გარდა.  თესალონიკეშიც გამომიგზავნ­ეთ, რაც მჭირდებოდა, ერთი-ორჯერ.  არა იმიტომ, რომ მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება.  ყოველივე მივიღე და უხვად მაქვს; კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროტიდესგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი.  ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.

კოლასელთა 1:4
მას მერე, რაც გვესმა თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდანის მიმართ,

1 თესალონიკელთა 3:6
ახლა კი, როცა ტიმოთე დაგვიბრუნდა და თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი გვახარა, რომ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, ისევე როგორც ჩვენ – თქვენი;

1 ტიმოთეს 1:16-18
სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჯერ ჩემში ეჩვენებინა მთელი სულგრძელება სანიმუშოდ მათთვის, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისთვის.  ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!  ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა მისი მეშვეობით იომო, როგორც კეთილმა მეომარმა,