სიკვდილი დამარცხებულია – ბიბლიური ციტატები

2 ტიმოთეს 1:10
ახლა გამოჩნდა ის ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააუქმა სიკვდილი და სახარებით ნათელი მოჰფინა სიცოცხლეს და უხრწნელებას,

ესაია 25:8
შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყოველ სახეს, და სირცხვილს მოხოცავს თავის ერს მთელს ქვეყანაზე; რადგან ასე ამბობს უფალი.

ოსია 13:14
ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისაგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!

1 კორინთელთა 15:24-26
მერე კი იქნება დასასრული, როდესაცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას. რადგან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევს ყველა თავის მტერს. ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.

ებრაელთა 2:14
რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი,

გამოცხადება 20:14
და სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი: ცეცხლის ტბა.

გამოცხადება 21:4
და მოსწმენდს ყოველ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც კვნესა, არც ტკივილი, რადგან წინანდელი უკვე გარდავიდა.“

ლუკას 20:35-36
ხოლო ვინც ღირსი იქნება მოიპოვოს ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავს, არც თხოვდება, რადგან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი არიან ისინი, აღდგომის ძენი.

2 კორინთელთა 5:1-2
რადგან ვიცით, რომ როცა ეს ჩვენი მიწიერი სახლი, ეს კარავი დაინგრევა, ღმერთისაგან გვაქვს შენობა, ხელთუქმნელი საუკუნო სახლი ცათა შინა. ამიტომაც ველტვით და ვნატრობთ ჩვენი ზეციური საცხოვრებლით შემოსვას,

იოანეს 11:43-44
ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი გარეთ!“ გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა დაფარული. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს.“

რომაელთა 1:4
განწესებულზე ღვთის ძედ ძალაში სიწმიდის სულით, მკვდრეთით აღდგომისათვის, ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე,

გამოცხადება 1:18
და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი.