სიცოცხლის ხანგრძლივობა ბიბლიური ციტატები

იგავნი 3:13-16
ნეტარია კაცი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი – გონიერების მომხვეჭი!  რადგან მისით მონახვეჭი ვერცხლით მონახვეჭს სჯობია და შემოსავალი – ბაჯაღლოს.  მარგალიტზე ძვირფასია იგი და შენი არც ერთი საწადელი არ შეედრება მას.  დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი.

ეფესელთა 6:3
რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.

იგავნი 10:27
უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ბოროტეულთა წლები კი შემოკლდება.

2 მეფეთა 3:27
დაბრუნდა აბნერი ხებრონს და გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომ განმარტოებით სურდა საუბარი; იქ ჩასცა მახვილი მუცელში, თავისი ძმის, ყასაელის სისხლის გამო და მოკვდა აბნერი.

იობი 22:15
ნუთუ იმ ძველ ბილიკს ადგახარ, ბოროტეულნი რომ დადიოდნენ,

მათეს 27:5
ვერცხლი ტაძარში დაყარა, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.