სიბრმავის მიზეზები – ბიბლიური ციტატები

დაბადება 27:1
და იყო, რომ როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა, მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: „შვილო ჩემო!” და მან უთხრა: „აქა ვარ.”

4 მეფეთა 6:18-20
და დაეშვნენ მისკენ არამელები, და ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: „დააბრმავე ეს ხალხი!” და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ. და უთხრა მათ ელისემ: „აქ არ არის გზა და არც ქალაქი. გამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ.” და წაუძღვა სამარიამდე.  და როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: „უფალო! აუხილე თვალი ამათ, რომ დაინახონ.” აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან.

დაბადება 19:1-11
და მოვიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ჟამს, და ლოტი კი იჯდა სოდომის კარიბჭესთან. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და სცა თაყვანი მიწამდე. და თქვა: „ჩემო ბატონებო! შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში და გაათიეთ ღამე. და დილაადრიან დაიბანთ ფეხს და წახვალთ თქვენი გზით!” და უთხრეს: „არა! მოედანზე გავათევთ ღამეს.” დიდად ეხვეწა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს მასთან, და შევიდნენ მასთან სახლში. და გაუმართა მათ ნადიმი, და დაუცხო ხმიადები და ჭამეს. ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელები გარშემოერტყნენ სახლს. ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად. და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს მას: „სად არიან კაცები, რომელნიც შენთან მოვიდნენ ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რომ შევიცნოთ ისინი.” და გარეთ გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიკეტა კარი, და თქვა: „ჩემო ძმებო, ნუ იზამთ უკეთურობას. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი. გამოვიყვან მათ თქვენთან, და უყავით მათ, რაც გენებოთ. მხოლოდ ამ კაცებს ნურაფერს უზამთ, რადგან ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსული!” და უთხრეს: „მოშორდი აქედან!” და კვლავ უთხრეს: „უცხო ვინმე მოსულხარ აქ ხიზნად, და სამართალს სჯი? ახლა შენ მათზე უარესს დაგმართებთ!” და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა. მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და მიიკეტეს კარები. ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, სიბრმავე დაატეხეს, პატარიდან დიდამდე, და მათ ქანცი გაუწყდათ კარების ძებნაში.

1 მეფეთა 11:2
უთხრა მათ ნახაშ ყამონელმა: „ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელს ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.”

საქმეები 9:8-9
წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ხელი მოჰკიდეს მას და შეიყვანეს დამასკოში. სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა.

იოანეს 9:1-3
მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. და შეეკითხნენ მოწაფეები: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?” მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში.

საქმეები 22:11
რაკი იმ ნათლის დიდების გამო ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთან მყოფებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში.

მეორე რჯული 28:28-29
მოგსრავს უფალი სიგიჟით და სიბრმავით, და შეშლილობით, და ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის ხელის ცეცებით წყვდიადში. და ხელი მოგეცარება შენს გზებზე და იქნები დათრგუნული და გაძარცვული დღენიადაგ, და არავინ გიშველის.

მსაჯული 16:20-21
და თქვა დალილამ: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!” და გაიღვიძა მან და თქვა: „გავალ წინანდებურად და თავს დავიხსნი.” და არ იცოდა, რომ უფალმა პირი იბრუნა მისგან. და შეიპყრეს იგი ფილისტიმელებმა, და თვალები დასთხარეს, და წაიყვანეს იგი ღაზაში, და სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს. და აფქვევინებდნენ საპყრობილეში.