ფსალმუნები 43:21
განა ღმერთი არ გვაზღვევინებდა ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.
დაბადება 44:16
და თქვა იუდამ: „რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს? რა ვთქვათ და რითი გავიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა შენს მსახურთა დანაშაული, და გავხდით ჩვენ მონები ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.”
ეკლესიასტე 3:11
ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს, თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ ხვდება ადამიანი.
ეკლესიასტე 8:17
ვიხილე ღვთის ყოველი საქმე, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს მისწვდეს საქმეს, რომელიც მზის ქვეშ ხდება: რამდენიც არ უნდა ეცადოს ადამიანმა, ვერ მისწვდება. და კიდევაც რომ იფიქროს ბრძენმა, რომ იცის, ვერ შეძლებს მიწვდომას.
იერემია 2:5
ასე თქვა უფალმა: „რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ მე და მისდიეს ამაოებას და გახდნენ ამაონი?
რიცხვნი 32:23
თუ ასე არ გააკეთებთ, აჰა, შეგიცოდავთ უფლისათვის, და იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა გიპოვით თქვენ.
იგავნი 10:9
სიმართლეში მოარული უშიშრად ივლის და თავისი გზის გამმრუდებელი გამომჟღავნდება.
დაბადება 44:17
და თქვა: „ღმერთმა დამიფაროს ამისაგან! კაცი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით წახვალთ მამათქვენთან.”
მათეს 2:7
მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.
მათეს 2:16
ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია.
ლუკას 1:3
მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე,