შეცვლა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 45:1-2
ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, სწრაფი შემწე გასაჭირში. ამიტომ არ შეგვეშინდება, ქვეყნიერებაც რომ შეიცვალოს, მთები რომ იძრნენ ზღვათა შუაგულში.

დანიელი 2:21
იგი ცვლის დრო-ჟამს, იგი ამხობს მეფეებს და იგივე აღაზევებს მათ; ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას;

დანიელი 7:25
უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდებს შეავიწროვებს. განიზრახავს დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას დროის, ორი დროისა და ნახევარი დროის მანძილზე.

დანიელი 4:16
კაცის გული გამოეცვლება და მხეცის გული მიეცემა. შვიდი წელიწადი გადაუვლის მას.

დაბადება 31:2
და სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორიც უწინ იყო.

ებრაელთა 13:8
იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე.

იოანეს 8:35
მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ, ძე კი რჩება საუკუნოდ.

ებრაელთა 7:12
რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც.