ბიბლიის მუხლები თემაზე
შეცდომები
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავნი 19:2
ცოდნის გარეშე არ ვარგა კაცი და ვინც ნაბიჯებს იჩქარებს - შესცოდავს.
-
იგავნი 11:14
რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა.
-
ფსალმუნები 18:12
ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს? განმწმიდე მე დაფარულთაგან.
-
იგავნი 24:16
რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურების ჟამს წაბორძიკდებიან.
-
იგავნი 12:15
სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.
-
ეკლესიასტე 5:6
შენს ბაგეთ ცოდვაში ნუ შეაყვანინებ შენს სხეულს და ნურც ანგელოზის წინაშე იტყვი - „შეცდომა იყოო ეს!” რისთვის განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დააზიანოს შენი ხელის ნაშრომი?
-
იაკობის 3:2
ვინაიდან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც.
-
1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.