საყვარელი – ბიბლიური ციტატები

მათეს 3:17
აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.”

გამოცხადება 20:9
გამოვიდნენ მიწის სივრცეზე, გარს შემოერტყნენ წმიდათა ბანაკს და საყვარელ ქალაქს. ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი.

რომაელთა 16:8
და მათი საშინაო ეკლესიაც. მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც აზიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის.

რომაელთა 1:7
ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარელთ, წოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.

1 კორინთელთა 15:58
ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე.

იაკობის 2:5
ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა სოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სასუფევლის მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა?

ქებათა-ქება სოლომონისა 6:1-3
„სად წავიდა საყვარელი შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა საყვარელი შენი? მოვძებნით შენთან ერთად.” „თავის წალკოტში ჩავიდა საყვარელი ჩემი, სურნელოვან კვლებში. წალკოტებში სამწყესად, შროშანთა დასაკრეფად. მე ჩემი საყვარლის ვარ და ჩემია საყვარელი ჩემი, რომელიც მწყემსავს შროშანთა შორის.”

რომაელთა 9:25
როგორც ოსიასთანაც ამბობს: „არა-ჩემს ერს ვიტყვი ჩემს ერად და არა-საყვარელს – საყვარლად.

კოლოსელთა 3:12
ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება.