ეზეკიელი 16:10-13
შეგმოსე ნაქარგი ქსოვილით და ჩაგაცვი ფეხზე ტარსიკონის ფეხსამოსი. და შემოგარტყი ბისონი და დაგფარე აბრეშუმით. შეგამკე სამკაულებით და გაგიკეთე სამაჯურები ხელებზე და ყელსაბამი ყელზე. გაგიკეთე რგოლი ცხვირზე და საყურეები ყურებზე და მშვენიერი გვირგვინი დაგადგი თავზე. და იმკობოდი ოქროთი და ვერცხლით. შენი სამოსელი ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი იყო. გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს ჭამდი. და დიდად, დიდად გალამაზდი და მიაღწიე მეფობას.
დაბადება 24:22-24
და როცა შეწყვიტეს აქლემებმა სმა, მან აიღო ნახევარი შეკელი წონის ოქროს რგოლი, და ორი სამაჯური ათი ოქროს წონის. და ჰკითხა: „ვისი ასული ხარ შენ? მითხარი, თუ არის მამაშენის სახლში გასათევად ადგილი ჩვენთვის?” და მან უპასუხა: “მე ვარ ბეთუელის, მილქას ძის, რომელიც ნახორთან ეყოლა.”
რიცხვნი 31:50
და შევწირავთ შესაწირავს უფალს, ვინც რა იპოვა ოქროს ჭურჭელთაგან – სალტეებს, სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს და ყელსაბამებს, ჩვენი სულების შენდობისათვის უფლის წინაშე.”
2 მეფეთა 1:10
და დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ მაინც არ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. და მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, და სამაჯური, ხელზე რომ ეკეთა, და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს.”
ესაია 3:18-23
იმ დღეს შემოაცლის უფალი ფეხის მოსართავთა ბრწყინვალებას და თმის ბადეებს და ნახევარმთვარეებს, საყურეებს, სამაჯურებსა და საბურველებს, თავსაბურავებს და კოჭის ძეწკვებს, დასტანგებს და ბაფთებს, სურნელის კოლოფებს და თილისმებს, ბეჭდებსა და ცხვირის რგოლებს, მოხდენილ ტანსაცმელსა და ფარდაგებს, ხელმანდილებსა და ქისებს, გამჭვირვალეებს და ძვირფას ქსოვილებს, დოლბანდებსა და თხელ მოსასხამებს;
ეზეკიელი 23:42
და ხმა უზრუნველი ბრბოსი გაისმოდა იქ. და კაცების უამრავ კრებულთან მოყვანილნი იყვნენ ლოთები უდაბნოდან. და იკეთებდნენ სამაჯურებს ხელებზე და მშვენიერ გვირგვინებს თავზე.
ეზეკიელი 16:11
შეგამკე სამკაულებით და გაგიკეთე სამაჯურები ხელებზე და ყელსაბამი ყელზე.