ლევიანნი 16:12
და აიღოს სავსე საცეცხლური, ცეცხლისაგან საკურთხევლისა, რომელიც უფლის წინაშეა, და ორივე მუჭა აივსოს წმიდა კეთილსურნელოვანი საკმევლით და შეიტანოს ფარდის უკან;
გამოცხადება 8:3
და სხვა ანგელოზი მოვიდა და დადგა სამსხვერპლოსთან და ეპყრა ოქროს საცეცხლური, და მიეცა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ.
ებრაელთა 9:4
რომელსაც ჰქონდა ოქროს სასაკმევლე და ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, სადაც იყო მანანით სავსე ოქროს ქოთანი, აარონის გამწვანებული კვერთხი და აღთქმის დაფები.
რიცხვნი 4:14
და დააწყონ ზედ მთელი მისი ჭურჭელი, რომლითაც მსახურებენ მასზე: აქანდაზები, ჩანგლები და ნიჩბები, და სასხურებლები – სამსხვერპლოს მთელი აღჭურვილობა, და გაშალონ მასზე თახაშის ტყავის საბურველი და გაუყარონ კეტები.
რიცხვნი 16:6-7
ასე მოიქეცით: აიღეთ თქვენი საცეცხლურები კორახმაც და მთელმა მისმა დასმა, და ხვალ ჩაყარეთ შიგ ცეცხლი, და დააყარეთ ზედ საკმეველი უფლის წინაშე; და ვისაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. გეყოთ, ლევიანებო!“
რიცხვნი 16:46-48
და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე საცეცხლური, და ჩაყარე შიგ ცეცხლი სამსხვერპლოდან, და დააყარე საკმეველი, და წადი სწრაფად თემისაკენ და შეუნდე მათ. რადგან გამოვიდა რისხვა უფლისაგან, და იფეთქა შავმა ჭირმა.“ და აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც უთხრა მოსემ, და კრებულის შუაგულს მიაშურა. და იხილა, რომ იფეთქა შავმა ჭირმა ხალხში. და ჩაყარა საკმეველი საცეცხლურში და შეუნდო ხალხს. ჩადგა იგი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის და შეწყდა შავი ჭირი.
3 მეფეთა 7:50
ბაჯაღლო ოქროს ტაშტები, დანები, სასხურებლები, საჭდეები, საცეცხლურები; და ოქროსავე ანჯამები შიდა სახლიდან წმიდათა წმიდაში შესასვლელი კარებისთვის, ტაძარში შესასვლელი კარებისთვის.
2 ნეშტთა 4:22
დანები, ფიალები, კოვზები, საცეცხლურები – ხალასი ოქროსი. ასევე ტაძრის კარები: წმიდათა წმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი კარებიც ოქროსი იყო.
რიცხვნი 16:37-39
„უთხარი ელეაზარ მღვდელს, აარონის ძეს, აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალიდან და ცეცხლი გადაყაროს გარეთ, რადგან ამ ცოდვილთა საცეცხლურები წმიდა გახდა მათი სიცოცხლის ფასად. მათი საცეცხლურებისგან გამოჭედონ ფურცლები სამსხვერპლოს გარემოსადებელად, რადგან მათ მიიტანეს ისინი უფლის წინაშე და წმიდა გახდა ისინი. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანთ.“ და აიღო ელეაზარ მღვდელმა ბრინჯაოს საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი, და გამოჭედეს მათგან სამსხვერპლოს მოსაპირკეთებელი ფირფიტები,
ეზეკიელი 8:11
ისრაელის სახლის უხუცესთაგან 70 კაცი დგას მათ წინ და იააზანია შაფანის ძეც იდგა მათ შორის. და იდგნენ ისინი კერპების წინაშე და თითოეულს თავისი სასაკმევლე ეჭირა ხელში და სქელი ბოლქვები საკმევლისა ადიოდა მაღლა.
გამოცხადება 8:5
და აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი სამსხვერპლოს ცეცხლით და გადმოაგდო დედამიწაზე. და შეიქმნა ქუხილნი და ხმანი, და ელვანი და მიწისძვრა.
ლევიანნი 10:1
და აიღეს აარონის ძეებმა: ნადაბმა და აბიჰუმ, თავ-თავისი საცეცხლურები, შიგ ჩაყარეს ცეცხლი და ზედ დააყარეს საკმეველი, და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ უბრძანებია მათ მათთვის.