რიტუალური კანონი ბიბლიური ციტატები

ლევიანნი 22:9
დაიცვან ჩემი დადგენილებანი, თორემ ცოდვას იტვირთავენ და დაიხოცებიან, მათი შებღალვის გამო. მე ვარ უფალი, მათი გამწმედი.

ლევიანნი 10:10
რათა განასხვაო წმიდა და უწმიდური, ბინძური და სუფთა;

ლევიანნი 22:3
უთხარი მათ: თუ მთელი თქვენი შთამომავლობიდან, თაობიდან თაობამდე, ვინმე გაუწმიდურებული მიეახლება უფლისადმი ისრაელიანთა მიძღვნილ სიწმიდეებს, მოიკვეთება იგი ჩემგან. მე ვარ უფალი.

ლევიანნი 21:1-3
უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე მღვდლებს, აჰარონის ძეებს, და უთხარი: არცერთი მათგანი არ შეიბილწოს მიცვალებულის შეხებით თავის ხალხში.  მხოლოდ თავისი უახლოესი ნათესავების გამო: დედის და მამის, ძისა და ასულის, თავისი ძმის,  და თავისი დის, ქალწულისა, რომელიც არ იყო გათხოვილი – მათთვის შეუძლია გაუწმიდურება.

რიცხვნი 19:11
ნებისმიერი გვამის შემხები კაცი, უწმიდური იქნება შვიდი დღე.

ლევიანნი 22:20-25
ნაკლიანი არაფერი შესწიროთ, რადგან არ იქნება მიღებული.  თუ ვინმე სამშვიდობო მსხვერპლს შესწირავს უფალს აღთქმის შესასრულებლად ან ძღვნად, მსხვილფეხა იქნება ეს თუ წვრილფეხა საქონელი: უნაკლო უნდა იყოს, რათა მიღებულ იქნას; არავითარი ნაკლი არ ჰქონდეს.  ბრმა, დასახიჩრებული, დასერილი, დაკოჟრილი ან ქეციანი არ შესწიროთ უფალს და არც სრულადდასაწველად მისცეთ იგი უფლისთვის სამსხვერპლოზე.  ზედმეტად გაზრდილი ან მოკლე კიდურებიანი ხარი და კრავი შეგიძლიათ შესწიროთ ძღვნად, მაგრამ აღთქმისთვის მიღებული არ იქნება.  კვერცხებგაჭყლეტილი, გასრესილი, მოგლეჯილი ან ჩამოგლეჯილი არ შესწიროთ უფალს და თქვენს ქვეყანაში ასეთი მსხვერპლი არ გაიღოთ.  უცხოელის ხელიდან არ შესწიროთ თქვენს ღმერთს ამ ყოველთაგან, რადგან ნაკლიანი და გაფუჭებულია; არ იქნება მიღებული”.

ლევიანნი 19:2
„ელაპარაკე ისრაელის შვილთა მთელ თემს და უთხარი მათ: იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.

ლევიანნი 20:26
და იქნებით ჩემთვის წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი და მე გამოგაცალკევეთ სხვა ხალხებისგან, რათა ჩემთვის ყოფილიყავით.

ლევიანნი 20:7
მომიძღვენით თავები და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

ლევიანნი 21:8
შენ აკურთხე იგი, რადგან შენს ღმერთს სწირავს პურს. წმიდა იყოს ის შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი განმწმედელი.

ლევიანნი 22:32
ნუ შებღალავთ ჩემს წმიდა სახელს, რათა წმიდა ვიყო ისრაელის ძეთა შორის, მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი,

დაბადება 7:2
ყოველი წმინდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი; უწმინდური პირუტყვისგან კი ორ-ორი, ისიც დედალ-მამალი.

დაბადება 8:20
აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან სათითაოდ ამოარჩია და აიტანა სრულადდასაწველად სამსხვერპლოზე.

მეორე რჯული 14:3-20
სისაძაგლე არაფერი ჭამოთ.  ამ ცხოველების ჭამა შეიძლება: ხარი, კრავი, ცხვარი, თხა,  ირემი, ქურციკი, შველი, ჯიხვი, ანტილოპა, კამეჩი და ნიამორი.  ყოველი ცხოველი, რომელსაც ორად გაყოფილი ჩლიქი და ორივე ჩლიქზე ღრმა ჭრილი აქვს და რომელიც იცოხნება – ჭამეთ. ოღონდ ნუ შეჭამთ მხოლოდ მცოხნელთაგან ან მხოლოდ ღრმა ჭრილით ორად გაყოფილ ჩლიქიანთაგან. ნუ შეჭამთ აქლემს, კურდღელს და ბოცვერს, რადგან კი იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ ორად გაყოფილი – თქვენთვის უწმიდურნი არიან ისინი;  და ღორი, რომელსაც ჩლიქი კი აქვს ორად გაყოფილი, მაგრამ არ იცოხნება – უწმიდურია თქვენთვის; მათი ხორცი არ ჭამოთ და ნურც მათ მძორს შეეხებით.  შეგიძლიათ ჭამოთ ყველაფერი, რაც კი არსებობს წყალში, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს; რასაც ფარფლი და ქერცლი არ აქვს – ნუ შეჭამთ, სუფთა არ არის იგი თქვენთვის. ჭამეთ ყოველი სუფთა ფრინველი; არ უნდა შეჭამოთ: არწივი, ორბი, სვავი, ძერა, შევარდენი, სონღული თავისი გვარებით, არც ერთი სახის ყორანი, სირაქლემა, ბუ, თოლია, ქორი თავისი გვარებით,  კიოტა, ბუკნაჭო, ჭოტი,  ვარხვი, ფსოვი, თევზიყლაპია,  ყარყატი, ყანჩა თავისი გვარებით, ოფოფი და ღამურა. 19 ყოველი ფრთოსანი მწერი უსუფთაოა თქვენთვის, არ ჭამოთ. 20 ყოველი სუფთა ფრინველი ჭამეთ.

ლევიანნი 12:1-5
უთხრა უფალმა მოსეს:  „უთხარი ისრაელიანებს: თუ დაორსულდება ქალი და შობს მამრს, უწმიდურია იგი მაშინ შვიდ დღეს; როგორც წიდოვანების დღეებში, უწმიდური იქნება იგი.  მერვე დღეს წინადაცვითონ ვაჟს ჩუჩის ხორცი.  ქალი კი ოცდაცამეტი დღე დარჩეს განწმედის სისხლდენაში; წმიდას არაფერს შეეხოს და საწმიდარში არ შევიდეს, ვიდრე არ შესრულდება მისი განწმედის დღენი.  და თუ მდედრს შობს, მაშინ ორ კვირას იქნება უწმიდური, როგორც წიდოვანების დღეებში და სამოცდაექვსი დღე დარჩეს განწმენდის სისხლდენაში.

ეფესელთა 2:15
თავისი სხეულით გააუქმა მტრობა – მცნებებისა და დებულებების კანონი – რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა;

კოლასელთა 2:14
გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.

ებრაელთა 10:1-3
რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა ნამდვილი გამოსახულება ამ სიკეთისა, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები.  თორემ შეწყვეტდნენ შესაწირს, ცოდვილი სინდისის არქონის გამო, ვინაიდან, ერთი შეწირვით განიწმიდებოდნენ შემწირველნი.  მაგრამ ამ მსხვერპლებში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება.