ქვაკუთხედი – ბიბლიური ციტატები

რომაელთა 9:33
როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში დაბრკოლების ლოდს და ცდუნების კლდეს და მის მორწმუნეთაგან არავინ შერცხვება.“

ესაია 28:16
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „აჰა, ქვა დავდე სიონში, საიმედო ქვა, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი, ვინც მას დაენდობა, არ შეირყევა.

1 პეტრეს 2:7-8
ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივდებულია იგი, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა კუთხის ქვად“ და „წაფორხილების ქვად და შებრკოლების კლდედ.“ მათ წაიფორხილეს, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისათვის იყვნენ განწესებულნი.

იობი 38:4-6
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება, ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,

იერემია 51:25-26
აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, დამღუპველო მთაო, – ამბობს უფალი, – გამანადგურებელო მთელი ქვეყნისა; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგანგრევ და გადაბუგულ მთად გაგხდი. და ქვასაც ვერ აიღებენ შენი ნანგრევებიდან ქვაკუთხედისა და საძირკვლისათვის, რადგან საუკუნოდ გაუდაბურდები, – ამბობს უფალი.

საქმეები 4:10-12
ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტეს, ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით. ეს არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მშენებლებმა, და ქვაკუთხედად იქცა. სხვაში არავისშია ხსნა, და არ არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.“

ეფესელთა 2:20-22
დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი, რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება წმიდა ტაძრად უფალში, რომელზეც თანაშენდებით თქვენც ღმერთის საცხოვრისად სულში.

ფსალმუნები 117:22
ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა;