ქრისტესთან მისვლა ბიბლიის მუხლები

მათეს 11:28-30
მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. დაიდეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით მდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. რადგან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“

იოანეს 6:44
არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი ჩემმა მომავლინებელმა მამამ არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.

იოანეს 6:65
და თქვა: „ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული.“

იოანეს 6:37

ყველა, ვინც მამამ მომცა, ჩემთან მოდის; ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ.

იოანეს 5:40
თქვენ ჩემთან მოსვლა არა გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.

იოანეს 7:37-38
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას;  ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდენენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“

მათეს 25:34
მაშინ ეტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, ჩემი მამის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სამყაროს დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.

ლუკას 14:25-27
მივიდა მასთან დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა: „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე. ვინც არ იტვირთავს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე.

მათეს 14:28-29
მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალზე.“ მან უთხრა: „მოდი!“ და გადმოვიდა პეტრე ნავიდან და წყალზე წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო.

იოანეს 1:38-39
იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: „რას ეძებთ?“ მათ უთხრეს: „რაბი“ (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), „სად დგახარ?“ ეუბნება მათ: „წამოდით და ნახავთ.“ წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა, ასე, მეათე საათი.