ქორწინების ჩანაფიქრი – ბიბლიური ციტატები

დაბადება 2:24
ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის დედაკაცს, რათა ერთხორცი გახდნენ.

მალაქია 2:4
მაშინ მიხვდებით, რომ მე მოგივლინეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –

დაბადება 2:18
და თქვა უფალმა ღმერთმა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ მის შესაფერ შემწეს.“

დაბადება 1:28
და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „მოშენდით და იმრავლეთ, და აავსეთ მიწა, და დაეუფლეთ მას, და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“

დაბადება 9:1
და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები, და უთხრა: „მოშენდით, იმრავლეთ და აავსეთ მიწა.

მალაქია 2:15
არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომაც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს.

1 კორინთელთა 7:2
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს – თავისი ქმარი.

დაბადება 4:1
და შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: კაცი შემეძინაო უფლის წყალობით.

1 ტიმოთეს 5:14
ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და არ მისცენ მტრებს გაკიცხვის საბაბი.

ებრაელთა 13:4
ყველას ქორწინება ყველაფრით იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განსჯის.

1 კორინთელთა 7:39
ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში.

Close
Close