ფსალმუნები 49:19
პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.
ფსალმუნები 119:3
რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
ფსალმუნები 143:11
გადამარჩინე უცხოთესლთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
ფსალმუნები 34:20
რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.
ფსალმუნები 36:3
მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქნას.
ფსალმუნები 9:27
მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა – სიმრუდე და უკუღმართობაა.
ფსალმუნები 51:4
გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარო!
იერემია 9:8
მათი ენა ბასრი ისარია, მზაკვრობას ლაპარაკობს, პირით მშვიდობას ეუბნებიან თავიანთ მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ.
რომაელთა 3:13
მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.
მიქა 6:12
რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით. მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ, და ცრუა მათი ენა მათ პირში.