მოსმენის უნარი ბიბლიური ციტატები

იგავნი 20:12
მსმენელი ყური და მხილველი თვალი – ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა.

იობი 33:16
მაშინ უხსნის ადამიანებს ყურებს და თავის შეგონებებს ბეჭდავს მათში,

იობი 36:10
ყურებს გაუხსნის შეგონებისთვის და უბრძანებს, რომ განუდგნენ ბოროტებას.

ესაია 50:5
უფალმა ღმერთმა გამიხსნა ყური და არ შევწინააღმდეგებივარ, ზურგი არ შემიქცევია მისთვის.

ფსალმუნები 39:6
მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე, მაგრამ სასმენელი გამიხსენი; ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი არ მოგითხოვია;

ესაია 30:21
შენი ყურები ხმას გაიგონებენ ზურგის მხრიდან: „ეს არის გზა, მასზე იარე”, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ.

1 კორინთელთა 12:17
თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა?

ფსალმუნები 93:9
განა ვერ მოისმენს ყურის შემქმნელი? განა ვერ დაინახავს თვალის შემქმნელი?

ეკლესიასტე 1:8
ყველაფერი დამღლელია, კაცი ვერ შეძლებს ყველაფრის მოყოლას, თვალი ვერ გაძღება ცქერით და ყური ვერ გაივსება სმენით.

Close
Close