მონობის კანონი ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 21:2
თუ ებრაელ ყმას იყიდი, იყოს ექვსი წელი შენი მონა, მეშვიდე წელს კი გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.

ლევიანნი 25:39-55
თუ გაღარიბდა შენი ძმა და მოგეყიდება, არ დაიმონო ის მონური შრომით. ქირისკაცივით, მწირივით უნდა იყოს შენთან; საზეიმო წლამდე იმუშაოს შენთან; მერე კი გავიდეს შენგან და მისი ბავშვები მასთან ერთად, თავის ოჯახს და თავისი მამების სამფლობელოს დაუბრუნდეს. რადგან ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე: არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან. არ გაბატონდე მასზე ძალმომრეობით, გეშინოდეს შენი ღმერთის. მონა და მხევალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებისგან იყიდეთ, რომლებიც თქვენს გარშემო ცხოვრობენ. იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, რომლებიც ხიზნად ცხოვრობენ თქვენთან და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში დაბადებულები; თქვენი საკუთრება იქნებიან ისინი. და დაიმკვიდრებთ თქვენი შვილებისთვის თქვენს შემდეგ საკუთარ სამკვიდროდ: სამუდამოდ დაიმონებთ მათ. ხოლო თქვენს ძმებზე, ისრაელის ძეებზე, არ მბრძანებლობდეთ ძალმომრეობით. თუ მწირი ან ხიზანი შეძლებული გახდა, შენი ძმა კი გაღარიბდა და მიეყიდა მწირს, შენს ხიზანს ან მწირის ოჯახის შთამომავალს, მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოსყიდვა; ერთ-ერთი მისი ძმათაგანი გამოისყიდის მას; ან ბიძა ან ბიძაშვილი გამოისყიდის მას; ან რომელიმე მისი ნათესავი გამოისყიდის; ან თუ შეძლება ჰპოვა, თავის ხელით გამოისყიდება. უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როდესაც მიეყიდა მას, საზეიმო წლამდე; წლების რიცხვზე განაწილდეს მისი ნასყიდობის ვერცხლი; როგორც დროებით დაქირავებული, ისე იყოს მასთან. თუ კიდევ მრავალი წელია დარჩენილი, მაშინ მათი რაოდენობის მიხედვით დააბრუნოს თავისი ნასყიდობის ფული. თუ ცოტა წელია დარჩენილი საზეიმო წლამდე, მაშინ დაითვალოს და წელთა რაოდენობის მიხედვით დააბრუნებს თავის გამოსასყიდს. როგორც დაქირავებული, ისე იქნება მასთან წლიდან წლამდე და არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ. და თუ არ იქნა გამოსყიდული ამ გზით, მაშინ საზეიმო წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად; რადგან ჩემი მსახურები არიან ისრაელის ძენი; ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

მეორე რჯული 15:12
თუ მოგეყიდა შენი მოძმე, ებრაელი კაცი ან ქალი, გემსახუროს ექვსი წელი, მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე.

მეორე რჯული 23:15
არ გადასცე თავის ბატონს მონა, რომელიც შენთან გამოექცა პატრონს;

1 კორინთელთა 7:23
ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები.

იოანეს 8:35
ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ.

Close
Close