ბიბლიის მუხლები თემაზე
მკერდი
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ქებათა-ქება სოლომონისა 7:7-8
რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, შენი სიტკბოებით! შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი – ვაზის მტევნები.
-
ქებათა-ქება სოლომონისა 8:10
მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.
-
ესაია 66:11
რათა მოწოვოთ და გაძღეთ მისი ნუგეშისმცემელი ძუძუთი, რათა წოვოთ და დაამდეთ მისი დიდების დვრილისაგან.
-
ოსია 9:14
მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი მუცელი და გამშრალი მკერდი.
-
ქებათა-ქება სოლომონისა 8:8
პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?
-
ლუკას 23:29
რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!’
-
1 მეფეთა 1:23
უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: „ისე გააკეთე, როგორც გერჩიოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე. ოღონდ აგისრულოს უფალმა თავისი სიტყვა.” დარჩა ცოლი და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა.
-
იობი 3:12
რად მიმიღეს მე ბებიაქალის მუხლებმა, და რად შემეგებნენ დედაჩემის ძუძუნი მოსაწოვებლად?
-
ფსალმუნები 21:9
რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.