მარკოზის 15:43
მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღმერთის სამეფოს; გაბედულად შევიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა.
ლუკას 2:26
სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ უფლის ცხებულის ხილვამდე არ იხილავდა სიკვდილს.
ლუკას 2:38
ისიც იმავე ჟამს იყო მისული, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში.
ლუკას 3:15
ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ფიქრობდა იოანეზე – ქრისტე ხომ არ არისო.
იოანეს 1:31
მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს”.
იოანეს 4:25
უთხრა დედაკაცმა: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს”.
იოანეს 8:56
აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”.
საქმეები 26:7
რომლის ასრულების იმედი აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისთვის მდებენ ბრალს იუდევლები, მეფევ!
მსგავსი თემები:
მესია მესიანური ეპოქა მესიანური ფსალმუნები მესიანური წინასწარმეტყველებები