მახისგან თავის დაღწევა – ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 140:8-9
რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ, ნუ დატოვებ დაუცველს ჩემს სულს! დამიფარე მახისაგან, რომელიც დამიგეს და ურჯულოთა ხაფანგისაგან.

ფსალმუნები 90:3
ის გიხსნის მონადირის მახისაგან, მომსრავი ჭირისაგან;

2 ტიმოთეს 2:24-26
ღმერთის მონას კი არ მართებს პაექრობა, არამედ თვინიერი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, უბოროტო. მშვიდად ასწავლიდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ ღმერთმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად, რათა გონს მოეგონ და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავის ნებაში მოამწყვდია ისინი.

ფსალმუნები 24:15
ჩემი თვალები მუდამ უფლისკენ არის მიმართული, მახისაგან იხსნის იგი ჩემს ფეხებს.

ფსალმუნები 30:4
გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.

ფსალმუნები 123:7-8
ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახიდან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით! ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია – ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.