მთავარითემები „ი"ისრაელი, როგორც ღმერთის ძე

ისრაელი, როგორც ღმერთის ძე

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იერემია 31:20
    განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი? საყვარელი შვილი? რამდენჯერაც გამახსენდება, სიყვარულით თვალწინ მიდგება. ამიტომაც შფოთავს ჩემი შინაგანი მასზე და შევიწყალებ!” - ამბობს უფალი.
  2. მეორე რჯული 14:1
    უფლის, თქვენი ღმერთის ძეები ხართ; მკვდრის გამო სხეულს ნუ დაისერავთ და თვალთა შორის ნუ გაიპარსავთ;
  3. ფსალმუნები 81:6
    მე ვთქვი: თქვენ ხართ ღმერთები; უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.
  4. ფსალმუნები 72:14-15
    ყოველ დღე ვიტანჯებოდით და ვისჯებოდით ყოველ დილით. რომ მეთქვა: მეც ასე ვილაპარაკებ-მეთქი, მაშინ ვუღალატებდი შენი შვილების თაობას.
  5. იერემია 3:19
    მაგრამ ვთქვი: როგორ შეგრაცხო ჩემს ძეთა შორის და მოგცე სასურველი ქვეყანა, წარმართი ხალხების მშვენიერი სამკვიდრებელი? მიწოდებ მამას და აღარ განდგები ჩემგან.
  6. მეორე რჯული 32:5
    გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა.

← ყველა თემა „ი"-ზე

Close
Close