ბიბლიის მუხლები თემაზე
ისინი, ვინც ქრისტე ირწმუნა
18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
საქმეები 8:37
ფილიპემ მიუგო: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება”. მან უპასუხა: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა”.
-
2 ტიმოთეს 1:2
ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან ვიცი ვინ ვიწამე, და მწამს, რომ ძალუძს მას იმ დღემდე დაიცვას ის საწინდარი, რომელიც მომენდო.
-
მარკოზის 9:24
ბავშვის მამამ იმწამსვე შესძახა ცრემლმორეულმა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას”.
-
იოანეს 9:38
უპასუხა: „მწამს, უფალო” და თაყვანი სცა მას.
-
იოანეს 6:69
ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.
-
იოანეს 17:8
ვინაიდან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ მივეცი; მათ კი მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი; და ირწმუნეს, რომ შენ წარმომგზავნე.
-
იოანეს 20:8
მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, პირველი რომ მივიდა სამარხთან, იხილა და ირწმუნა,
-
საქმეები 17:4
ზოგმა ირწმუნა და პავლესა და სილას შეუერთდა, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, რომელთა შორისაც წარჩინებული ქალებიც არ იყვნენ ცოტანი.
-
საქმეები 28:24
ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარაკებს, სხვებმა კი არ ირწმუნეს.
-
იოანეს 4:39
იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.
-
იოანეს 4:41
კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო.
-
იოანეს 11:45
მაშინ, მარიამთან მოსულმა ბევრმა იუდეველმა, იხილა რა, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი.
-
საქმეები 13:12
დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.
-
საქმეები 15:5
მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი, ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა და თქვა, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს რჯულის მცნებად დადება.
-
საქმეები 16:34
სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.
-
საქმეები 17:12
ბევრმა ირწმუნა მათგან, წარჩინებულმა ბერძენმა ქალებმაც და კაცებმაც, არამცირედმა.
-
საქმეები 17:34
ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს; მათ შორის დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი, სახელად დამარისი, და სხვებიც მათთან ერთად.
-
საქმეები 18:8
ხოლო კრისპოსმა, სინაგოგის მთავარმა მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, სიტყვა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.