ფსალმუნები 33:3
ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად; ერთად ავამაღლოთ მისი სახელი.
დაბადება 4:21
მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
რიცხვნი 10:8
აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, უნდა ჩაჰბერონ ბუკებს; და იქნება ეს მარადიულ წესად თქვენთვის თაობიდან თაობამდე.
ნეემია 4:18
თითოეული მშენებელი წელზე მახვილშებმული აშენებდა, მებუკე კი ჩემ გვერდით იყო.
მათეს 11:17
და ეუბნებიან: სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ გლოვობდით.
გამოცხადება 18:22
ქნარზე დამკვრელთა და მომღერალთა, მესალამურეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმება შენში; აღარ დარჩება შენში არავითარი ხელოსანი და ხელოსნობა, აღარც დოლაბის ხმა გაისმება შენში.
1 მეფეთა 16:16-18
უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მსახურებს, რომ მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი; და როცა შეგაჭირვებს ბოროტი სული ღმერთისგან, ის დაუკრავს და შვება მოგეცემა”. უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მონახეთ კაცი, კარგად რომ უკრავდეს და ჩემთან მოიყვანეთ”. მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: „აჰა, ნანახი მყავს ბეთლემელი იესეს ძე, იცის ქნარზე დაკვრა, თან მამაცი მეომარია, სიტყვაგონიერი და კარგი შესახედავია, უფალია მასთან”.
1 მეფეთა 16:23
და როცა გადმოვიდოდა საულზე ბოროტი სული ღმერთისგან, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა; მოისვენებდა საული, უკეთ ხდებოდა და შორდებოდა ბოროტი სული.
1 მეფეთა 19:9
მაგრამ ბოროტი სული მიევლინა საულს უფლისგან, როდესაც თავის სახლში იჯდა; ხელთ შუბი ეპყრა, დავითი კი ქნარზე უკრავდა.
4 მეფეთა 3:15
ახლა, მომიყვანეთ მეჩანგე”. როცა მეჩანგე უკრავდა, უფლის ხელი იყო ელისეზე.
გამოცხადება 14:2
გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა; და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.
1 ნეშტთა 6:16-33
აი ისინი, ვინც მგალობლებად დაადგინა დავითმა უფლის ტაძარში, როცა კიდობანი დაასვენა იქ. მსახურობდნენ მგალობლებად, საკრებულო კარვის, სავანეს წინაშე, სანამ სოლომონი უფლის ტაძარს ააშენებდა იერუსალიმში; თავისი წესდებისამებრ დგებოდნენ მსახურებაზე. აჰა, მომსახურენი და მათი ძენი: კეჰათის ძეთაგან – ჰემან მგალობელი, იოელის ძე, ძისა სამუელის, ელკანას, იეროხამის, ელიელის, თოახის, ცუფის, ელკანას, მახათას, ყამასაის, ელკანას, იოელის, ყაზარიას, ცეფანიას, თახათის, ასირის, ებიასაფის, კორახის, იცჰარის, კეჰათის, ლევისა და ისრაელის შთამომავალი. მისი ძმა ასაფი, მის მარჯვნივ იდგა. ასაფ – ძე ბერექიაჰუ შიმყის ძისა, მიქაელის, ბაყასეიას, მალქიას, ეთნის, ზერახის, ყადაიას, ეთანის, ზიმას, შიმყის, იახათის, გერშომისა და ლევის შთამომავალი. მათ ხელმარცხნივ მერარის ძენი იდგნენ: ეთან კიშის ძე, ყაბდის, მალუქის, ხაშაბიას, ამაციას, ხილკიას, ამაცის, ბანის, შამერის, მახლის, მუშის, მერარისა და ლევის შთამომავალი. მათი ძმანი, ლევიანნი დაინიშნენ სავანის ყოველ მსახურებაზე, ღვთის სახლში,
1 ნეშტთა 15:16
უთხრა დავითმა ლევიანთა მთავრებს, რომ თავიანთი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტებით: ჩანგებით, ქნარებითა და წინწილებით, რათა სიხარულის ხმები აღემაღლებინათ.
1 ნეშტთა 15:19-20
მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი, სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ. ზაქარია, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენაიაჰუ კი – ქნარს ალამოთზე.
1 ნეშტთა 16:5-6
ასაფი მათი მეთაური იყო და მეორე მის შემდგომ – ზაქარია; შემდეგ იეყიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითიაჰუ, ელიაბი, ბენაიაჰუ, ყობედ-ედომი და იეყიელი, ბობღნებზე და ქნარებზე უკრავდნენ, ასაფი კი ხმამაღალ წინწილებზე უკრავდა. ბენაიაჰუ და იახაზიელ მღვდლები გამუდმებით ბუკებს აყვირებდნენ ღვთის აღთქმის კიდობნის წინ;
1 ნეშტთა 16:42
მათთან იყვნენ ჰემანი და იედუთუნი ბუკებისა და წინწილების ხმამაღლა ასაჟღერებლად და ღვთისთვის საგალობელი საკრავებით, ხოლო ძენი იედუთუნისა ჭიშკართან დასადგომად.
1 ნეშტთა 23:5
ოთხი ათასი კარისმცველი იყო, ოთხი ათასი კი იმ საკრავებით აქებდა უფალს, რომლებიც დავითმა გააკეთა.
1 ნეშტა 25:1
დაანაწილეს მსახურებისთვის დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რათა ქნარების, ჩანგებისა და წინწილების თანხლებით გაეწიათ წინასწარმეტყველური მსახურება; მათი რიცხვი, რომლებიც ამ მსახურებას ეწეოდნენ, იყო:
1 ნეშტთა 25:6-8
ყველა ესენი თავისი მამის ხელქვეით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ჩანგებით და ქნარებით მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის მითითებით. უფლისთვის გალობაში განსწავლულთა და მცოდნეთა რიცხვი, თავის ძმებთან ერთად, ორას ოთხმოცდარვა იყო. ჰყარეს წილი, თუ ვის როდის უნდა ემსახურა, როგორც დიდმა, ისე პატარამ, განსწავლულმა და მოსწავლემ.
მათეს 9:23
მივიდა იესო მთავრის სახლში და დაინახა მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი.
2 ნეშტთა 5:12-13
ყველა მგალობელი ლევიანი: ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ძენი და მათი მოძმენი, ბისონით შემოსილნი, წინწილებით, ჩანგებით და ქნარებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი და მათთან ერთად ას ოცმა მღვდელმა ჩაჰბერა საყვირს. ხმები შეუწყვეს მესაყვირეთ და მგალობელთ, რათა ერთხმად ექოთ და ედიდებინათ უფალი; აღიმაღლეს ხმა საყვირების, წინწილების და საკრავების თანხლებით, აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა და სიკეთე მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.
2 ნეშტთა 34:12
კაცები საქმეს პატიოსნად აკეთებდნენ. მათი ზედამხედველები ლევიანები იყვნენ: იახათი და ობადია, მეარიას ძენი და ზაქარია და მეშულამი კოჰათელთაგან; და ყველა ლევიანი, ვინც მუსიკალურ საკრავებში იყო დახელოვნებული.