იესო ქრისტესადმი მორჩილება ბიბლიური ციტატები

იოანეს 14:23
მიუგო იესომ და უთხრა: „ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას.

იოანეს 8:31
მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.

იოანეს 14:21
ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.

იოანეს 14:23-24
მიუგო იესომ და უთხრა: „ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. ხოლო სიტყვა, თქვენ რომ ისმენთ, ჩემი კი არაა, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.

იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.

იოანეს 15:10-15
თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში. ეს იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრული იყოს თქვენი სიხარული. ესაა ჩემი მცნება – რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ იმას აკეთებთ, რაც გამცნეთ. მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.

1 იოანე 2:3
იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ ვიცავთ მის მცნებებს.

1 იოანე 3:22
და რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და მოსაწონს ვიქმთ მის წინაშე.

1 იოანე 3:24
მისი მცნებების შემნახველნი, მასში რჩებიან, ის კი მათში. ის რომ ჩვენში რჩება, იმ სულით ვიცით, რომელიც მან მოგვცა.

1 იოანე 5:3
რადგან ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.


მსგავსი თემები:

ქრისტეს მცნებების დაცვა