ბიბლიის მუხლები თემაზე
იესო ქრისტეს ღვთაებრიობა
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ებრაელთა 1:8
ხოლო ძეზე: ,,შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.
-
ტიტე 2:13
ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,
-
რომაელთა 9:5
მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.
-
1 იოანე 5:20
ვიცით ისიც, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონიერება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ღმერთის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
-
იოანეს 20:28
მიუგო თომამ და უთხრა მას: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
-
კოლასელთა 2:9
ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;
-
იოანეს 1:1
დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
-
იოანეს 5:23
რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.
-
იოანეს 10:33
უთხრეს იუდევლებმა: ,,კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღმერთის გმობისთვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი”.
-
მარკოზის 10:18
ხოლო იესომ უთხრა: ,,რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა - ღმერთისა.
-
მარკოზის 2:5-10
მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: ,,შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!” ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა: ,,რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?” იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: ,,რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში? რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის - მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა - ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო? ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს: