გამოცხადება 1:18
და ცოცხალი; მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე; მე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები.
მათეს 28:6
აქ არ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა. მოდით და ნახეთ ის ადგილი, სადაც იწვა.
საქმეები 1:3
რომელთაც ცოცხლად წარუდგა თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით; იგი ორმოც დღეს ეჩვენებოდა და ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა მათ.
1 კორინთელთა 15:1-4
გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა – ფუჭად გირწმუნიათ. რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს.
გამოცხადება 1:5
და იესო ქრისტესგან, რომელიც ერთგული მოწმეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი; მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან;
კოლასელთა 1:18
ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში.
ლუკას 24:39
შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ და ნახეთ, რადგან სულს არ აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ”.
1 კორინთელთა 15:17
ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.
იოანეს 2:19-22
მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას”. უთხრეს იუდევლებმა: ,,ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?” ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. როცა აღდგა მკვდრეთით, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და ირწმუნეს წერილი და იესოს ნათქვამი სიტყვა.
ფსალმუნები 15:10
რადგან არ მიმატოვებ საფლავში და არც გასახრწნელად გაიმეტებ შენს წმიდას.
მათეს 16:4
ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა”. მიატოვა ისინი და წავიდა.
რომაელთა 6:9
რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ უფლობს მასზე.