ბიბლიის მუხლები თემაზე
იესო მხსნელია
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
საქმეები 4:12
სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.”
-
საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
-
იოანეს 3:16
რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
-
1 ტიმოთეს 1:15
სარწმუნოა და სრულიად მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა სოფელში ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.
-
ლუკას 19:10
რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად.
-
საქმეები 13:23
მისი შთამომავლობისაგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მხსნელი იესო.
-
ტიტეს 2:13
მოველოდეთ ნეტარ სასოებას და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას,
-
მათეს 1:21
შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.
-
ეფესელთა 5:23
რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.
-
ფილიპელთა 3:20
ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც – უფალ იესო ქრისტეს,
-
2 ტიმოთეს 1:10
ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება,
-
იოანეს 4:42
ქალს უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშარიტად ის არის სოფლის მხსნელი.
-
1 იოანეს 4:14
ჩვენ ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად.
-
რომაელთა 5:8
მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.
-
რომაელთა 6:23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.