ფსალმუნები 102:13
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარებს უფალი მის მოშიშებს;
ესაია 63:9
მათი ყველა ტანჯვები მისი ტანჯვები იყო, და მისი სახის ანგელოზი შველოდა მათ; თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი, აიყვანა და ხელით ატარებდა მათ ძველ დღეთაგან.
ფსალმუნები 77:38-39
მაგრამ მან, გულმოწყალემ, შეუნდო მათ ცოდვა და არ მოსპო, მრავალჯერ უკუაგდო თავისი რისხვა და არ აღაგზნო მთელი თავისი გულისწყრომა. რადგან ახსოვდა, რომ ხორციელნი არიან ისინი, ქარი, რომელიც ჩაიქროლებს და აღარ დაბრუნდება.
მათეს 26:41
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.“
იოანეს 11:35
და აცრემლდა იესო.
იოანეს 11:36
თქვეს იუდეველებმა: „ნახე, როგორ ჰყვარებია.“
ებრაელთა 4:15
რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომელსაც არ შეუძლია თანაგრძნობა ჩვენს უძლურებებში, არამედ რომელიც ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.