ღვთის ნების შესრულება – ბიბლიური ციტატები

იოანეს 7:16-17
მიუგო მათ იესომ და თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ – ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ.

1 იოანეს 2:15-17
ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას, ნურც იმას, რაც ქვეყნიერებაზე არის. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. რადგან ყოველივე, რაც არის ქვეყნიერებაზე: ხორცის გულისთქმა, თვალის გულისთქმა და ქონებით სიამაყე, მამისაგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან. და გადადის ქვეყნიერება და მისი გულისთქმაც, ღმერთის ნების აღმსრულებელი კი რჩება საუკუნოდ.

მათეს 7:21
ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ვერ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.

საქმეები 13:22
მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუყენა მათ დავითი, ვისზეც თქვა დამოწმებით: ‘ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სათნო კაცი, რომელიც შეასრულებს ყოვლ ჩემს ნებას.’

ეფესელთა 6:6-7
არა მოჩვენებით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც მთელი გულით ასრულებენ ღმერთის ნებას და გულმოდგინებით ემსახურებიან უფალს და არა ადამიანებს.

ებრაელთა 10:7
მაშინ ვთქვი მე: ‘აჰა, მოვდივარ, წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.’“

ებრაელთა 13:20-21
ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით ამოიყვანა ცხვრების დიადი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო, სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად. მას, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენში მის წინაშე მოსაწონს აკეთებს, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1 პეტრეს 4:1-2
ამრიგად, რადგან ქრისტემ ხორციელად იტვირთა ტანჯვა, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით – რომ ვინც ხორციელად დაიტანჯება, ის წყვეტს კავშირს შეცოდებასთან, – რათა ხორციელად დარჩენილი ცხოვრების დრო განვლოს არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღმერთის ნებით.